logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალ "ელიტურ" საჰაერო ჯგუფს ქმნის

22 მაი 202313:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/22/cenk9j55lsods1p.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალ "ელიტურ" საჰაერო ჯგუფს ქმნის.

"რუსეთი აპირებს შექმნას ახალი "ელიტური" საჰაერო ჯგუფი, სახელწოდებით "შტორმი", რომელსაც [რუსეთის ფედერაცია] უკრაინაზე თავდასხმებისთვის გამოიყენებს. სავარაუდოდ, საჰაერო ჯგუფის შემადგენლობაში იქნება ბომბდამშენების, Су-24 და Су-34-ების სულ მცირე ერთი ესკადრილი და ასევე, საბრძოლო ვერტმფრენების ესკადრილი.

თვითმფრინავების ტიპების კომბინაციით თუ ვივარაუდებთ, ახალი საჰაერო ჯგუფის მთავარი როლი სახმელეთო შეტევების განხორციელება იქნება", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.  

დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურს მოიზიდოს კვალიფიციური და მოტივირებული პილოტები, მათ დიდი ანაზღაურება შესთავაზოს და პენსიაზე გასული ავიატორების რეკრუტირება დაიწყოს.


close დახურვა